ფ. შოპენი, კ. არაუ / ნოქტურნი - Nocturne No. 2, Op. 9. E flat, E♭ major / F. Chopin, C. Arrau

5 days ago
5

ფრედერიკ შოპენი. ნოქტურნი No. 2, Op. 9. მი ბემოლ მაჟორი (E flat, E♭ major)

ფრედერიკ შოპენი (Frédéric Chopin) - ფრანგული წარმოშობის მე-19 საუკუნის პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, რომანტიზმის ეპოქის საფორტეპიანო
მუსიკის ერთ-ერთი გრანდი.

ეს არის შოპენის ყველაზე ცნობილი ნოქტურნი, რომელიც ავტორმა შექმნა 20 წლის ასაკში. დაიწერა 1831-32 წლებში და გამოქვეყნდა 1832 წელს.
მიეძღვნა ქ-ნ მარი პლეიელს (Marie Pleyel.) - ბელგიელ პიანისტს, რომელიც ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას (რაც ქალის მხრიდან, იმ ეპოქაში, იშვიათობა იყო)

ასრულებს კლაუდიო არაუ (Claudio Arrau) - ჩილელი პიანისტი, მთარგმნელი და ინტელექტუალი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, რომლის ფრიად ფართო რეპერტუარი მოიცავდა ნაწარმოებებს ბაროკოს ეპოქიდან მისი თანამედროვე მუსიკის ჩათვლით.

ლეიბლი (Label): Universal International Music BV (მედიაკომპანია, ჰოლანდია)
ჩაწერილია: 01. 01.1978
ვინილი

დასაკრავი სია: კლასიკური საფორტეპიანო

Loading comments...