Premium Only Content

ამბები თეთრი სახლიდან: USAID-ის და იუსტიციის დეპ-ტის წმენდა; სამხედრო რეფორმა. 28. 01. 2025
კოლაჟი: რუსთავი-2 + ტევ-იმედი
1. USAID-ის მაღალი თანამდებობის 60-მდე პირი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს
რუსთავი-2. კურიერი. 28. 01. 2025 (12:00)
წამყვანი თამარ ურუშაძე
დამატებით:
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მაღალი თანამდებობის 56 პირი ანაზღაურებად შვებულებაში გაგზავნა. Time-ი გადაწყვეტილებას აღნიშნული თანამშრომლების ტრამპის დღის წესრიგთან შეწინააღმდეგებას უკავშირებს.
როგორც მედია იუწყება, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ "გამოვლინდა რამდენიმე ქმედება USAID-ში, რომლებიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებებისა და ამერიკელი ხალხის მანდატის გვერდის ავლას". შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ "ამ ქმედებების ანალიზის დასრულებამდე", თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა ანაზღაურებად შვებულებაში გავა.
ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შტატების მიერ საგარეო დახმარების შეჩერება - უკვე ოფიციალურად გამოიცა უწყება, რომლის თანახმადაც "დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ახალი საგარეო დახმარების ხარჯების გაწევა". ასევე გამოიცა მიმდინარე გრანტებისა და კონტრაქტების შეწყვეტის ბრძანება. ...
rustavi2.ge/ka/news/304574
2. რუსთავი-2. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა ის თანამშრომლები, რომლებიც ტრამპის საქმის გამოძიებაში იყვნენ ჩართულები
რუსთავი-2. კურიერი. 28. 01. 2025 (15:00)
წამყვანი თამარ ურუშაძე
დამატებით:
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა ის თანამშრომლები, რომლებიც ტრამპის საქმის გამოძიებაში იყვნენ ჩართულები. საუბარია რამდენიმე მაღალჩინოსანზე.
CNN-ის ინფორმაციით, ახალმა ხელმძღვანელმა მათ უნდობლობა გამოუცხადა. წერილის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ეპარება ეჭვი, რომ ისინი კეთილსინდისიერად გაატარებენ ტრამპის პოლიტიკას. ასევე, აღნიშნულია, რომ მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ტრამპის სისხლისსამართლებრივ დევნაში.
rustavi2.ge/ka/news/304610
3. ტვ-იმედი. დონალდ ტრამპი კონგრესისგან კანონპროექტის მიღებას ითხოვს, რომელიც საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. 28. 01. 2025
ტვ-იმედი. ქრონიკა. 28. 01. 2025 (11:00)
წამყვანი ქეთი ლაცაბიძე
დამატებით:
დონალდ ტრამპი კონგრესისგან კანონპროექტის მიღებას ითხოვს, რომელიც საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მაიამიში, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპის თქმით, აუცილებელია როგორც საზღვრის დაცვის თანამშრომელთა რაოდენობის, ისე მათი ხელფასების და ბონუსების გაზრდა.
imedi.ge/ge/video/182069/donald-trampi-kongresisgan-kanonproeqtis-migebas-itkhovs-romelits-sazgvrebis-usaprtkhoebis-uzrunvelsakopad-dapinansebis-gazrdas-itvalistsinebs#!?page=4
4. ტვ-იმედი. დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში რეფორმების გატარება დაიწყო. 28. 01. 2025
ტვ-იმედი. ქრონიკა. 28. 01. 2025 (20:00)
წამყვანი ხატია ქვათაძე
სიუჟეტის ავტორები: მარიამ გიგანი, ლევან მაჭავარიანი
დამატებით:
დონალდ ტრამპმმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში რეფორმების გატარება დაიწყო. პრეზიდენტის მიერ ახლად ხელმოწერილი ბრძანებების თანახმად, ამერიკის თავდაცვის ძალებში გენდერული იდეოლოგიის ხელშემწყობი პროგრამები დაიხურება. დონალდ ტრამპის განკარგულებით, ასევე განისაზღვრა, რომ ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული ცრუ გენდერული იდენტობის გამოხატვა სამხედრო მოსამსახურის მკაცრ სტანდარტებს არ შეესაბამება. შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. ვოუქ დღის წესრიგის აღმოფხვრასთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას აუცილებლად მიიჩნევს.
imedi.ge/ge/video/182138/donald-trampmma-amerikis-sheertebuli-shtatebis-armiashi-repormebis-gatareba-daitsko
დასაკრავი სია: პოლიტიკური ამბები სხვადასვა მედიიდან
-
2:10:41
Adam Carolla
1 day agoCatalytic Converter Theft Turns Deadly + UPDATE! Rebuilding Malibu | Adam’s Wild Malibu Trip
16.2K8 -
47:43
Russell Brand
6 hours agoWho’s Controlling the Narrative? Iran, Epstein, and the Fight Over Women’s Sports – SF552
139K80 -
1:54:25
vivafrei
6 hours agoCanadian Premiers BUCKLE! "Gender" Wars in Congress! Madness in Seattle AND MORE! Viva Frei Live
75.1K79 -
1:58:28
The Charlie Kirk Show
4 hours agoWhy The Left Hates Musk + Punishing Campus Antisemitism | Terrell | 3.12.25
103K21 -
1:33:23
Simply Bitcoin
5 hours ago $3.15 earnedPlan To Buy 1M Bitcoin is BACK With A HUGE TWIST!! | EP 1201
52.6K1 -
56:47
The Dan Bongino Show
7 hours agoSpending Bill Passes House And Everyone Loses Their Mind (Ep. 2440) - 03/12/2025
676K1.45K -
3:43:02
Right Side Broadcasting Network
7 hours agoLIVE REPLAY: President Trump Holds a Meeting with the Taoiseach of Ireland - 3/12/25
118K15 -
1:03:27
The Rubin Report
6 hours agoThe Exact Moment Bernie Has His Socialist Dream Crushed Into Dust
91.9K48 -
1:56:59
Steven Crowder
8 hours agoTrump Keeps Winning | Rosie Flees, Ukraine Ceasefire Deal, Canada Backs Down & So Much More
519K326 -
1:25:07
The Big Mig™
9 hours agoActBlue, the Democratic Fund-Raising Theft & Corruption
41.5K7