ტვ-იმედი. საქართველო-პორტუგალია - 2:0. ეროვნული ნაკრების ტრიუმფი. 28. 06. 2024

23 hours ago
5

ტვ-იმედი. ქრონიკა. 28. 06. 2024 (20:00)
სიუჟეტის ავტორები: ლევან ფოჩხუა, კაკი რუხაძე
(შემოკლებით)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალია დაამარცხა, ანგარიშით 2:0.

გერმანია, გელზენკირხენის სტადიონი
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
შეხვედრა დაიწყო თბილისის დროით 23 საათზე.
გოლები: ხვიჩა კვარაცხელია (მე-2 წუთი), გიორგი მიქაუტაძე (57-ე წუთი, თერთმეტმეტრიანი)

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მოთამაშეებს ვუთხარი, რომ უბრალოდ ფეხბურთი ეთამაშათ და დისციპლინა დაეცვათ. რამდენიმე ფეხბურთელს კი ვუთხარი, რომ გაეხსენებინათ დრო, როდესაც 16-17 წლის ასაკში ზედმეტი ფიქრის გარეშე თამაშობდნენ და ვთხოვე, რომ იგივე გაეკეთებინათ. ვფიქრობ, ეს შესანიშნავად გააკეთეს და გადააჭარბეს მოლოდინს.

ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი): არავის ეგონა, რომ პორტუგალიას მოვუგებდით და ჯგუფიდან გავიდოდით. მაგრამ, სწორედ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ერთმანეთს ვუთხარით, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. თუ ერთი პროცენტი მაინც არის შანსი და გაქვს რწმენა, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ.

გიორგი მიქაუტაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ბავშვობაში ევროპის ჩემპიონატს ტელევიზორში ვუყურებდი, დღეს კი, კიდევ ერთი გოლი გავიტანე და პორტუგალიას მოვუგეთ. ძალიან გახარებული ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ".

nakrebi.ge/ka/news/8839-evro-2024-sakartvelo-20-portugalia-nakrebi

დასაკრავი სია: აპოლიტიკური ამბები მედიიდან და სოცქსელებიდან

Loading 1 comment...