სანდრო მირიანაშვილი. ქარი მღერის / თეატრალურის კვარტეტი

1 month ago
3

ტექსტის ავტორი ქართლოს კასრაძე

თეატრალურის კვარტეტი: კობა ჭეფხოძე, ირაკლი აბჟანდაძე, ლაშა კერვალიძე, ოთარ კოვზირიძე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი
ფორტეპიანოსთან ნიკა ნიკვაშვილი

ტვ-იმედი. ავტოგრაფი. 27. 04. 2020

ტექსტი:
ქარი მღერის - დაგტოვაო, შავთვალებამ.
მთვარე ტირის - აღარ ძგერსო შენთვის გული.
რომ გელოდო უთვალავი საუკუნე,
არასოდეს აღარ მოვა სიყვარული.

ქარი მღერის, მაგრამ მე არ მემღერება,
ჩემი დარდი ყვავილებმაც არ იციან.
რად დამტოვე, საოცნებო შავთვალებავ,
რად დამტოვე, ვარსკვლავები დამცინიან.

ქარი მღერის - მითხარ, რატომ გამებუტე?
ჩემო მზეო, გელოდები, მოდი მალე.
მინდოდა, რომ მხოლოდ ერთი მყვარებოდი!
დავიღალე, გელოდები, მოდი მალე.

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...