ტელეგრამი. ყირიმი: უკრაინელებმა ჰაიმარსით მიადუღეს რუსული სარადარო სისტემა. 13. 06. 2024

4 months ago
6

ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency. 13. 06. 2024
უკვე სასიამოვნო რუტინად გვექცა რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემათა განადგურება. სატელიტურ ფოტოებზე ხედავთ 11-12 ივნისის ღამით უკრაინელთა M142 Himars-ის სარაკეტო სისტემებიდან გასროლილი Mgm-140 Atacms-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების დაშვების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში ბახჩისარაის რაიონში განადგურებულ/დაზიანებულ რუსულ S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის 92N6-ის რადარს და კომპლექსის გამშვებ დანადგარს +უკრაინული სარაკეტო იერიშები რუსებს უმძიმეს მომავალს უქადის უშუალოდ ყირიმის მიმართულებებზე- ოკუპანტები უკვე კვირაში 2-3-ჯერ
კარგავენ S-300/400-ის ტიპის ახალ ბატარეებს/დივიზიონებს, რომლის ფონზეც რუსების საჰაერო თავდაცვა კრიტიკულ დარტყმებს იღებს…
მოგეხსენებათ, რომ ს-300/400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსები არ გახლავთ იმგვარი საშუალებები, რომელთა წარმოება სწრაფად და მასშტაბურადაა შესაძლებელი. ამგვარად, აღნიშნული დანაკარგები შეუვსებელია რუსებისთვის.

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...