Premium Only Content
ტელეგრამი. კონცერნმა Rheinmetall უკრაინასთან გააფორმა ხელშეკრულება ქსმ Lynx-ზე. 12. 06. 2024
ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency. 12. 06. 2024
გერმანულმა იარაღის მწარმოებელმა კონცერნმა Rheinmetall-მა უკრაინასთან ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება LYNX-ის ტიპის
უახლესი ქვეითთა საბრძოლო მანქანების ერთობლივ წარმოებასა და მათი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემათან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საბოლოო დაფინანსებას ელოდებიან გერმანიის მთავრობისგან. თუ ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება, უკრაინა პირველ LYNX-ებს წლის ბოლომდე მიიღებს.
🔸 Lynx-ის ორი მოდიფიკაცია (KF-31/ KF-41) არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან წონით, ჯავშნით, საცეცხლე ძალითა და ძრავებით განსხვავდება.
ჯავშანი - კოშკურის ჯავშანი 30მმ-იანი ჭურვების მოხვედრას უძლებს, მოდულური, ჩამოსაკიდი რეაქტიული ჯავშნის დამატების შემდეგ კი ქვეითთა საბრძოლო მანქანის სრული- წრიული დაცვა 30მმ-იანი ჭურვების მოხვედრაზეა გათვლილი, დამატებითი ჯავშანფილების გარეშე ბორტები 14.5მმ-იანი ტყვიების მოხვედრას უძლებენ. ფსკერის ჯავშანი 10კგ-იანი ტროტილის ეკვივალენტის ნაღმების აფეთქებას უძლებს.
ეკიპაჟისა და დესანტის დამატებითი უსაფრთხოებისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანის შიდა სივრცეში დამატებულია კევლარისა და კერამიკის დამატებითი ჯავშანფილები, რაც ნამსხვრევებისგან იცავს მებრძოლებს.
🔸 LYNX-ები აღჭურვილია AMAP-ADS-ის ტიპის აქტიური დაცვის სისტემით, რომელიც აერთიანებს ლაზერულ გამაფრთხილებელ კომპლექსსა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების/ ყუმბარების გამანეიტრალებელ/ჩამხშობ საბრძოლო მასალას. აღნიშნული სისტემის პროცესორი
განსაზღვრავს მოახლოებული სამიზნის ტიპსა და ტრაექტორიას, რომლის შემდეგაც აქტიურდება ჩამხშობი სისტემა - ის მოახლოებულ საფრთხეს ქვეითთა საბრძოლო მანქანის პოზიციიდან რამდენიმე მეტრში ანადგურებს. მოკლე რეაქციის დრო წარმოადგენს 560 მიკროწამს, რომლის შემდეგაც ე.წ. ჩამხშობი სისტემა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის მოფრენის მიმართულებით ფრაგმენტების გაფანტვის შემდეგ,
საფრთხეს 10მ-ის დისტანციაზე ანადგურებს/აზიანებს.
🔸 LYNX-ი ასევე აღჭურვილია ე.წ HARD KILL PROTECTION SYSTEMS-ით, რომელიც მას შემდეგ, რაც მტრის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსის მიერ ლაზერული „დანათება“ მოხდება, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ავტომატურად ისვრის საკვამლე ყუმბარებს - იქმნება ე. წ.
კვამლის ფარდა, რაც მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას არ აძლევს მიზანზე მოფრენის საშუალებას. LYNX-ი აგრეთვე აღჭურვილია სისტემით, რომელიც ადგენს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის/ ყუმბარის მსროლელის ადგილმდებარეობას მას შემდეგ, რაც მტერი გაისვრის
🔸 საცეცხლე ძალა: აღჭურვილია 30/35 მმ-იანი ქვემეხით (ჭურვების მარაგი - 600-700 ერთეული), რომელიც შეწყვილებულია 7.62მმ-იან ტყვიამფრქვევთან. ქვემეხის ეფექტური მოქმედების მანძილი 3000 მეტრს შეადგენს. ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა გააჩნია -
აღჭურვილია 360 გრადუსიანი ხედვის კუთხის მქონე მეთაურისა და მემიზნის თერმული და ღამის ხედვის კამერებით.
LYNX-ებს ე. წ. მონადირე-მკვლელის ფუნქციაც გააჩნიათ: როდესაც ქვეითთა საბრძოლო მანქანის მეთაური 360 გრადუსით მბრუნავი პანორამული ხედვის თერმული ოპტიკური სამიზნიდან დააფიქსირებს მიზანს, მისი შერჩევის შემდეგ ქვემეხი ავტომატურად უმიზნდება იმ
მიმართულებაზე , საითაც მეთაურმა მიუთითა, ანუ დრო აღარ იკარგება მემიზნე-ოპერატორის მიერ და გასროლის შესრულება უშუალოდ მეთაურსაც შეუძლია. ამგვარად, გაცილებით მცირე დროში ახერხებს ქსმ-ს ეკიპაჟი სამიზნეთა სინქრონულ დამუშავებას. LYNX-ი აღჭურვილია ბრძოლის ველის ციფრული მართვის სისტემით, რაც მეთაურს აძლევს საშუალებას საბრძოლო მოქმედებათა ველზე ერთდროულად მონიშნული ჰქონდეს და თვალი ადევნოს მტრის და თანამებრძოლთა ობიექტებს (ჯავშანტექნიკას, ქვეით მებრძოლებს). აღნიშნული სისტემის წყალობით ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი მუდმივად ინფორმირებულია თანამებრძოლთა ჯავშანტექნიკის გადაადგილების მიმართულებათა შესახებ - მუდმივად იციან ტანკისტებმა თუ სად მდებარებს მათ ქვედანაყოფში შემავალი ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, თუ ჯავშანტრანსპორტიორი. ქსმ აღჭურვილია თანამედროვე GPS ნავიგაციით. LYNX-ი იყენებს აგრეთვე მძლავრ ლითიუმის ელემენტებს, რაც საშუალებას აძლევს ძრავის გამორთულ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველჰყოს შიდა სისტემის ფუნქციონირება.
LYNX-ის ძრავის სიმძლავრე KF-31-ის მოდიფიკაციაზე (წონა 34-38 ტონა) შეადგენს 800 ცხენისძალას, ხოლო KF-41-ის მოდიფიკაციაზე (წონა 44-50ტ) 1140 ცხენის ძალაა. სხვათა შორის გაძლიერებული ჯავშნის მქონე LYNX KF41-ის შუბლა ჯავშანი 120-125 მმ-იანი ტანკის ჭურვების მოხვედრასაც უძლებს.
🔸 აღნიშნული ქსმს ეკიპაჟი 3 ადამიანისგან შედგება და 6-8 მედესანტის გადაყვანა შეუძლია.
🔸 გავრცელებული ინფორმაციით, LYNX-ის ფასი $9-იდან $11 მილიონ დოლარამდე იქნება.
დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან
-
4:45:11
MoFio23!
14 hours agoNintendo Switch It UP Saturdays with The Fellas: LIVE - Episode #3
61.8K7 -
6:23:10
SquallRush
12 hours agoMarvel Rivals Collab
48.4K1 -
8:36:24
stephengaming94
6 days agofar cry 5 live stream part 3
34.2K2 -
2:03:28
Barry Cunningham
1 day agoTRUMP DAILY BRIEFING: 2 DAYS TO GO - ARE YOU READY FOR HISTORY TO BE MADE?
65.1K105 -
13:41
Tundra Tactical
15 hours ago $11.08 earnedGOA VP Erich Pratt Tells ATF "COMPLY NOW"
85.8K6 -
21:06
BlackDiamondGunsandGear
17 hours agoPSA Dagger Micro Self-Destructs During Shooting! What Happened…
57.4K18 -
6:27:09
Right Side Broadcasting Network
5 days agoLIVE REPLAY: RSBN Pre-Inauguration Coverage: Day Three in Washington D.C. - 1/18/25
294K62 -
25:09
MYLUNCHBREAK CHANNEL PAGE
22 hours agoOff Limits to the Public - Pt 2
76.7K75 -
1:36:11
Tucker Carlson
1 day agoSean Davis: Trump Shooting Update, & the Real Reason Congress Refuses to Investigate
365K461 -
5:13
Russell Brand
2 days agoHost GRILLS Pzizer CEO Over Vaccine Efficacy
147K272