Premium Only Content

ნიკო სულხანიშვილი. დაიგვიანეს (მწყემსის არია) / ჰამლეტ გონაშვილი და სახელმწიფო ანსამბლი. 1961
ტექსტის ავტორი აკაკი წერეთელი
ასრულებს ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
სოლისტი ჰამლეტ გონაშვილი
1961 წლის ჩანაწერი
წყარო - საქართველოს ეროვნული არქივი.
სიმღერა, რომელიც ძალიან ბევრს ხალხური ჰგონია, სინამდვილეში ქართული საოპერო ხელოვნების შედევრია, რომელსაც ჰყავს კონკრეტული ავტორი.
ნიკო სულხანიშვილი. ოპერა "პატარა კახი". 5-მოქმედებიანი გმირულ-პატრიოტული ოპერა. ხელნაწერის უდიდესი ნაწილი დაკარგულია. შემორჩა მხოლოდ ორი ეპიზოდი. ერთ-ერთი მათგანი წინამდებარე არიაა.
ლიბრეტო დაიწერა აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამის "პატარა კახის' მიხედვით. ავტორი ნიკო სულხანიშვილი.
ოპერა იწერებოდა წლების მანძილზე, რადგან ავტორს დიდი მატერიალური გაჭირვება ჰქონდა და ვერ ახერხებდა ნაყოფიერად მუშაობას. ოპერის შექმნის საქმის კურსში იყო აკაკი წერეთელი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უცხადებდა კომპოზიტორს და რამდენჯერმე მოისმინა კიდეც ფრაგმენტები ამ ოპერიდან, თუმცა მგოსანი ისე წავიდა ამქვეყნიდან, ოპერის დასრულებას ვერ მოესწრო. საბოლოოდ, ოპერა დაიკარგა ისე, რომ მისი პრემიერა არ შემდგარა. მძიმედ ავადმყოფ კიკუშას, საავადმყოფოში მწოლარეს, ხელნაწერებით სავსე ჩემოდანი მოპარეს. ასეთია ამ ქმნილების ბედი, რომლის ავტორია ქართული მუსიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გენიოსი.
ტექსტი:
დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.
ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?!
იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები!
ისინი მტრის სისხლს ჰღვრიან უწყალოდ,
ზიზღით ევსებათ მრისხანე გული,
მე კი ქალივით აქ ცრემლებს ვაფრქვევ
და სიყვარულით მიძგერს გლახ-გული!..
მერე როგორ დროს? მაშინ, როდესაც
სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი!
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილავო, და არ მაქვს ბრალი!..
კიდევ არ სჩანან... ეგებ წავიდენ,
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?
აჰ, ღმერთო ჩემო! ჯერ უმისოდაც
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი!
დასაკრავი სია: კლასიკური ვოკალური
-
47:54
BonginoReport
12 hours agoLesson Learned Over Leaked Group Chat (Ep. 12) - Nightly Scroll - 03/25/25
232K196 -
1:26:47
Kim Iversen
13 hours agoU.S. Bombs Yemen, D.C. Only Cares About A Leak | UK Journalist Addresses Spy Accusation
187K134 -
2:02:46
Slightly Offensive
10 hours ago $17.56 earnedSecurity DISASTER: Trump Admin LEAKS Bombing Plans to Atlantic Journo | Nightly Offensive
95.4K22 -
24:09
Producer Michael
13 hours agoWE’RE GIVING AWAY LUXURY WATCHES!! (NOT CLICKBAIT)
49.1K14 -
1:38:21
Redacted News
13 hours agoBREAKING! TRUMP THREATENS EGYPT WITH TWO CHOICES, BIOWEAPONS LABS IN MONTANA EXPOSED, JFK FILES
237K299 -
1:08:49
vivafrei
20 hours agoNational Security Text Leak? Major Violation or Atlantic Fake News? Bad Trump Pick for CDC? & MORE!
183K61 -
2:15:00
The Quartering
16 hours agoBOMBS Found At Tesla Dealer, Race HOAX Busted, Loans For Fast Food, Snow White Debacle & More!
321K382 -
34:10
Jamie Kennedy
10 hours agoCoincidence DOES NOT Exist - Matrix Shattering Moments | Ep. 198- Hate To Break It To Ya
39.9K16 -
1:12:05
Edge of Wonder
10 hours agoPyramid of Giza’s Mystery Hidden Beneath: Massive Structures Shatter Our History
49.7K13 -
55:09
LFA TV
1 day agoTrump Officials ‘Signal’ a Message to Europe | TRUMPET DAILY 3.25.25 7PM
45.3K5