Premium Only Content
![ტელეგრამი. საფრანგეთი უკრაინისთვის გადასაცემად ამზადებს Mirage-2000–5F გამანადგურებელს. 06. 06. 2024](https://1a-1791.com/video/s8/1/9/t/e/b/9tebu.qR4e-small-.-Mirage-20005F-.-06.-06.-2.jpg)
ტელეგრამი. საფრანგეთი უკრაინისთვის გადასაცემად ამზადებს Mirage-2000–5F გამანადგურებელს. 06. 06. 2024
ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency. 06. 06. 2024
“ საფრანგეთი უკრაინას Mirage-2000–5F-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ხოლო უკრაინელ პილოტებს კი აღნიშნული თვითმფრინავებისთვის გადაამზადებს” - ემანუელ მაკრონი.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 1 გაძლიერებული ბრიგადა(4500 ჯარისკაცის ოდენობით) გაწვრთნას.
MIRAGE-2000-ის ტიპის მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი შექმნილია ფრანგული კომპანია Dassault Aviation-ის მიერ. მას საფრანგეთის
საჰაერო ძალები 1984 წლიდან იყენებენ.
საფრანგეთს შეიარაღებაში 150-ზე მეტი MIRAGE-2000-ის ტიპის გამანადგურებლის სხვადასხვა ვერსია ჰქონდა- მათ შორის-
MIRAGE-2000C/B - ერთადგილიანი და ორადგილიანი გამანადგურებლები; MIRAGE-2000N- ორადგილიანი ბირთვული შეიარაღების მატარებელი ტაქტიკური ბომბდამშენები.
Mirage-2000-5F-ის ტიპის მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი, რომელიც Mirage-2000C-ს მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს. საერთო ჯამში, ამ დროისთვის საფრანგეთის შეიარაღებაში MIRAGE-2000F-ის ტიპის 24 თვითმფრინავია საფრანგეთის შეიარაღებაში + 12 რეზერვშია-
შარშან მოხსნეს შეიარაღებიდან.
უკრაინისთვის, სავარაუდოდ, სწორედ MIRAGE-2000-5F-ის გადაცემა იგეგმება. ეს გახლავთ მრავალმიზნობრივი თვითმფრინავი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიზნებით - მტრის თვითმფრინავების-საჰაერო სამიზნეთა გასანადგურებლად და სახმელეთო სამიზნეების
დასამუშავებლად, საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.
აღნიშნულ თვითმფრინავზე მნიშვნელოვანი განახლებები მოხდა საავიაციო ელექტრონიკის კუთხით: კაბინა აღიჭურვა დიდი ზომის მრავალფუნქციური დისპლეებით, დაემატა სენსორები, ასევე მოხდა ინტეგრირება დამიზნების ლაზერული პოდების. განახლების შედეგად MIRAGE-ებს შეუძლიათ ზუსტი დამიზნების ჰაერი-მიწა ტიპის ბომბების/რაკეტების გამოყენება. ასევე განახლდა რადარი, რომელსაც საჰაერო სამიზნეების დაფიქსირება შეუძლია 110კმ-ში, ხოლო სახმელეთო სამიზნეების - ე.წ Look-Down რეჟიმში 37კმ-ზე. შეუძლია მიწიდან 60 მეტრ სიმაღლეზე მფრენი საფრენი ობიექტების დაფიქსირებაც. ახალ რადარს შეუძლია ერთდროულად დააფიქსიროს 24 სამიზნე, მიედევნოს და მათგან 8 ყველაზე პრიორიტეტული საფრთხის მქონე სამიზნეები აირჩიოს .
Mirage-2000F-ებზე დამონტაჟდება THALES-ის მიერ წარმოებული DAMOCLES-ის ტიპის დამიზნების ლაზერული პოდი, რომელიც აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის თერმული და ღამის ხედვის გამოსახულებებით. მას ლაზერით მიზანზე რაკეტის ან ბომბის გამიზვნა 16 კმ-ზე შეუძლია, ჯავშანტექნიკის იდენტიფიცირება კი 27კმ-ზე.
შეიარაღება:
ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები: MICA IR (დამიზნება - ინფრაწითელი თვითდამიზნება; მოქმედების რადიუსი 20-25კმ);
MICA-EM (აქტიურ-რადიოლოკაციური თვითდამიზნება, მოქმედების რადიუსი-80კმ, საბრძოლო მუხტის წონა 12-14კგ)
ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალა: SCALP EG-ის (Storm Shadow-ს ფრანგული ვერსია) ტიპის ფრთოსანი რაკეტა (მოქმედების რადიუსი -250-280კმ; დამიზნების სისტემა - ინერციული/ Gps/ IIR)
M-39 Exocet-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა - მოქმედების მანძილი 50-70კმ. ინერციული/ აქტიურ-რადიოლოკაციური
თვითდამიზნება/ GPS.
ბომბები: PAVEWAY Gbu 10/16/48-ს ტიპის ლაზერული დამიზნების ბომბები. მოქმედების მანძილი 15-25კმ, Aasm-Hammer-ის ტიპის 60-70კმ-ზე მფრენი 250/500კგ-იანი GPs-laser-ით მართვადი ფუგასური ბომბები.
ტექნიკური მახასიათებლები:
პილოტი - 1
სიგრძე - 14.65მ
ფრთების გაშლა -9.13მ
სასარგებლო დატვირთვა - 6.3ტ
კრეისერული მაქსიმალური სიჩქარე - 940კმ/სთ
მაქსიმალური სიჩქარე - 2300 + კმ/სთ
ფრენის სიმაღლე - 17კმ
“ MIRAGE-2000-5F-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები უკრაინას წლის ბოლოს გადაეცმა. პილოტების მომზადებას დასჭირდება 5-6 თვე“ - ემანუელ მაკრონი.
რეალურად, პილოტების მომზადებას 1 წელზე მეტი სჭირდება, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, რაც საფრანგეთში უკრაინელ პილოტთა ჯგუფი ემზადება, რომელთაც სავარაუდოდ, ფარულად (გაუხმაურებლად) ამზადებდნენ აღნიშნული თვითმფრინავებისთვის საბოლოო მოსამზადებელი კურსის გასავლელად.
აქვე ერთი საინტერესო ამბავია: მედიაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია უკრაინისთვის გადასაცემი MIRAGE-2000-ების რაოდენობასთან დაკავშირებით - არასწორად ითარგმნა მაკრონის ფრაზა. კონკრეტული რაოდენობა, თუ რამდენ ფრანგულ მრავალფუნქციურ ავიაგამანადგურებელს მიიღებს უკრაინა ამ დრომდე, არ თქმულა და უცნობია, თუმცა მარტივი გამოსაცნობია, რომ ეს შესაძლებელია იყოს
ესკადრილიის ზომის მცირე კომპლექტაცია 12 ერთეულის შემადგენლობით, გაძლიერებული კომპლექტაციისას კი შესაძლებელია 24 ერთეულიც. გადასცენ.
დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან
-
LIVE
Steven Crowder
2 hours ago🔴 WINNING: Why Trump Has John Oliver & All of Europe Freaking Out
69,228 watching -
Timcast
1 hour agoDemocrats Plan COUP In NYC After Mayor Defends Trump, Lets ICE Deport Criminals | Timcast LIVE
13.6K10 -
LIVE
LFA TV
15 hours agoTRILLIONS IN FRAUD & WASTE FOUND! | LIVE FROM AMERICA 2.18.25 11AM
1,808 watching -
LIVE
Bannons War Room
16 hours agoWarRoom Live
20,752 watching -
LIVE
Wendy Bell Radio
6 hours agoCHECKMATE
12,588 watching -
DVR
VSiNLive
1 hour agoA Numbers Game with Gill Alexander | Hour 1
1.77K -
LIVE
Matt Kohrs
10 hours agoPumping To New Highs, Memecoin Mania & The Week Ahead || The MK Show
1,271 watching -
42:05
BonginoReport
4 hours agoPothole Pete Blames Plane Crash in Canada on Trump (Ep.142) - 02/18/2025
64.2K138 -
1:13:40
Graham Allen
3 hours agoDOGE Is Going After The IRS!! Mass Firing Soon!! + ANOTHER Plane Crash! We Are Not Safe…
35.5K15 -
56:28
Randi Hipper
1 hour agoArgentina's Meme Coin Disaster: Inside the LIBRA Crash
2.93K1