ნანა კალანდაძე. წვიმს (ჩემო ბეღურა ჩიტო) / თეატრალურის კვარტეტი

5 months ago
6

ტექსტის ავტორი მიხეილ ქვლივიძე

ასრულებენ:
თეატრალურის კვარტეტი: ლაშა კერვალიძე, კობა ჭეფხოძე, ირაკლი აბჟანდაძე, ოთარ კოვზირიძე.
ფორტეპიანო - ქეთი გაბისიანი
გიტარა - დავით ლონდარიძე

ტვ-იმედი. ავტოგრაფი. 05. 04. 2021

ტექსტი:
წვიმა ეყრება სახეს ჭორფლივით,
ცრის და არ აცლის ღაწვებს გაშრობას,
ოდესღაც მწვანე და შეფოთლილი,
იგონებს ბაღი თავის ბავშვობას.

მისამღერი:
წვიმს, ავდარია ავი, შესცივებიათ ბაღებს,
მო, შეაფარე თავი, ჩემი წარბების თაღებს,
შენი სახლი ვარ ვითომ, ამომიდექი მხარში,
ჩემო ბეღურა ჩიტო, ჩემთან გათბი და გაშრი.

ადგება მტვერი და მერე წვიმა,
ცელით მოივლის დახრილ ხეივნებს,
გამოაღვიძებს ხეხილებს მძინარს,
და ყვითელ ფოთლებს დააყრევინებს.

მისამღერი.

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...