ინოლა გურგულია. მადლობელი ვარ / მ. ჯაბუა, თ. ჭოხონელიძე, ე. კახიანი

5 months ago
7

ტექსტის ავტორი ინოლა გურგულია

ასრულებენ: მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი
კლავიში - ეკა კახიანი

ტვ-იმედი. მიმღერე. მე-3 სეზონი, მე-6 ტური. 19. 12. 2023

ტექსტი:
მაღალო ცაო, მზეო, მიწაო,
მადლობელი ვარ.

ყველა ზაფხულის და გაზაფხულის,
არმოფერების და მოფერების,
ნაზი ბგერების და სიმღერების
მადლობელი ვარ.

ლურჯი ვაზისთვის და სინაზისთვის
ყველა წამისთვის და წამწამისთვის
მადლობელი ვარ.

აღტაცებისთვის, გატაცებისთვის,
ლექსად ფრენისთვის, აღმაფრენისთვის
მადლობელი ვარ.

ყველაფრისათვის, რაც მყავს და მიყვარს,
ვინცა მწადია და მაბადია,
მეგობრისათვის, ნათელ დღისათვის
მადლობელი ვარ.

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...