ნუნუ დუღაშვილი. კახეთო, ჩემო კახეთო / "მელომანის" დიდი და პატარა მონაწილეები.

5 months ago
6

ტექსტის ავტორი იოსებ ნონეშვილი

ასრულებენ:
უმცროსები: ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი,
უფროსები: კობა ჭეფხოძე, აჩიკო ბერიძე, ლუკა ჭოხონელიძე
დამწყები აჩიკო ბერიძე
ბენდი: პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე

ტვ-იმედი. მელომანი. 30. 06. 2023
წამყვანი ბახვა ბრეგვაძე

ტექსტი:
მიყვარხარ ტკბილო კახეთო,
დიდო ალაზნის ჭალაო!
ქვეყანა შემოვიარე,
ვერ ვნახე შენისთანაო.

ალაზნის ტალღამ გაკურთხა,
იორმა პირი გბანაო,
ვერ მოგერია დუშმანი,
თუმც ბევრჯერ მოგეძალაო.
ერთიან საქართველოის
შეურყეველო ძალაო.

ცივგომბორიდან სიცოცხლის
სიმღერით გადმოსახედო;
ხედავ იისფერ ნისლებში,
ირმების გადმოსახედო.
კახეთო, ჩემო კახეთო!

ეს ალმები კი არ არის,
ოცნების თეთრი ფრთებია,
ომში დაკარგულ შავგვრემან,
ვაჟკცებს ელოდებიან.

ღრუბლებში ამაღლებული
დგას ალავერდის ტაძარი,
გარს აფენია იყალთოს
აჩრდილი უზარმაზარი.
რუსთველის სიბრძნის აკვანი
განა ამ ქვეყნად სხვაც არი?

ირმების გადმოსახედო,
კახეთო, ჩემო კახეთო!

სხვებზე გოდილი მარანი
ყურძნის მთებშია ჩაფლული.
მთელი კვირაა რქაწითელს
ქვევრებში გააქვს ჩქაფუნი.

დუღს, მაგრამ ცეცხლი სად არი,
ვინ შეუკეთა ბუხარი?
ქვევრი გულსა გავს კაცისას,
უცეცხლოდ ამომდუღარი.

ირმების გადმოსახედო,
კახეთო, ჩემო კახეთო!

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...