ნუნუ დუღაშვილი. კახეთო, ჩემო კახეთო / ნუნუ დუღაშვილი, ანსამბლი "მუხამბაზი".

4 months ago
5

ტექსტის ავტორი იოსებ ნონეშვილი
ასრულებენ: ავტორი - ნუნუ დუღაშვილი ანსამბლი "მუხამბაზი"
ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო „გვიყვარდეს საქართველო".
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია). 04. 05. 2012
ფრაგმენტი კონცერტიდან.

ტექსტი:
მიყვარხარ ტკბილო კახეთო,
დიდო ალაზნის ჭალაო!
ქვეყანა შემოვიარე,
ვერ ვნახე შენისთანაო.

ალაზნის ტალღამ გაკურთხა,
იორმა პირი გბანაო,
ვერ მოგერია დუშმანი,
თუმც ბევრჯერ მოგეძალაო.
ერთიან საქართველოის
შეურყეველო ძალაო.

ცივგომბორიდან სიცოცხლის
სიმღერით გადმოსახედო;
ხედავ იისფერ ნისლებში,
ირმების გადმოსახედო.
კახეთო, ჩემო კახეთო!

ეს ალმები კი არ არის,
ოცნების თეთრი ფრთებია,
ომში დაკარგულ შავგვრემან,
ვაჟკცებს ელოდებიან.

ღრუბლებში ამაღლებული
დგას ალავერდის ტაძარი,
გარს აფენია იყალთოს
აჩრდილი უზარმაზარი.
რუსთველის სიბრძნის აკვანი
განა ამ ქვეყნად სხვაც არი?

ირმების გადმოსახედო,
კახეთო, ჩემო კახეთო!

სხვებზე გოდილი მარანი
ყურძნის მთებშია ჩაფლული.
მთელი კვირაა რქაწითელს
ქვევრებში გააქვს ჩქაფუნი.

დუღს, მაგრამ ცეცხლი სად არი,
ვინ შეუკეთა ბუხარი?
ქვევრი გულსა გავს კაცისას,
უცეცხლოდ ამომდუღარი.

ირმების გადმოსახედო,
კახეთო, ჩემო კახეთო!

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...