რუსუდან სებისკვერაძე. მეფის ქალი / ანსამბლი "რუსთავი"

5 months ago
11

ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე

ასრულებენ: ანსამბლ "რუსთავის" სოლისტები
თბილისის სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი ვახტანგ კახიძე

რუსუდან სებისკვერაძის სიმღერების საღამო.
თბილისის სახელმწიფო ფილარმონია. 30. 11. 2019
კონცერტის ფრაგმენტი

ტექსტი:
ოცნებად ვიხდი რაღაც ურთულესს,
მომყავს ვარსკვლავთან მთები ამალად.
ღრუბელი ღრუბელს ჩაუჩურჩულებს
და საიდუმლოს ღამე დამალავს.

მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს,
ატამი მაინც გაიკვირტება!
მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს,
ამაღამ არც ეს გამიკვირდება!

ღელავს ასული და გალობს შაშვი,
მიმალულია ვარსკვლავთ კრებული
და მოსჩანს მთვარე ობოლი ბავშვი,
შუა ღამეში მიტოვებული.

მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს,
ატამი მაინც გაიკვირტება!
მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს,
ამაღამ არც ეს გამიკვირდება!

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...