სოსო ებრალიძე. რა დაგიშავე, ქალო (დაღამებულხარ, ჩემო აპრილო) / ანსამბლი "დიელო"

3 months ago
1

ტექსტის ავტორი ვახტანგ გოგოლაშვილი

ასრულებს ანსამბლი "დიელო": ამირან ებრალიძე (ხელმძღვანელი), ვახტანგ კუცია, სოსო ებრალიძე, შოთა კოპალეიშვილი.

ტექსტი:
დაღამებულხარ ჩემო აპრილო,
წასულხარ ჩემო ლხინო.
ლამის წუხილმა გამინაპიროს,
შემომაშველეთ ღვინო.

არც ნისლისფერი თვალები მწვავენ,
აღარც ოცნება გალობს ...
რა დაგიშავე, რა დაგიშავე...
რა დაგიშავე, ქალო.

გადაიტანა ძველმა ამინდმა
ყრმობის ფერი და გემო.
ამ ქვეყანაზე ნეტავ რა მინდა
უსიყვარულოდ, ჩემო.

არც ნისლისფერი თვალები მწვავენ,
აღარც ოცნება გალობს...
რა დაგიშავე, რა დაგიშავე...
რა დაგიშავე ქალო.

დასაკრავი სია: ქართული ესტრადა

Loading comments...