ტელეგრამი. კრასნოდარის მხარე: დრონებით დაზიანდა რადიოლოკაციური სადგური VORONEZH-M. 24. 05. 2024

4 months ago
4

ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency. 24. 05. 2024
უდიდესი ამბავი გვაქვს: ფრონტის უახლოესი ხაზიდან 490კმ-ში, რუსეთის ტერიტორიაზე, კრასნოდარის მხარეში, უკრაინელთა კამიკაძე დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ადრეული გაფრთხილებისა და ჰორიზონტსმიღმა აღმომჩენი რადიოლოკაციური სადგური VORONEZH-M, რომელიც მიბმულია და უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში - ერთი-ერთი საკვანძო რადარია, რომელმაც ბირთვული ომის დროს პოტენციური მოწინააღმდეგეების, ამ შემთხვევაში ამერიკული კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების - MINUTEMAN-ებისა და TRIDENT-ების ფრენის ტრაექტორია უნდა დააფიქსიროს.
აღნიშნული რადარის მიერ მიზნების აღმოჩენა-დაფიქსირების მანძილი 6000კმ-მდეა. მას, ასევე, ერთობლივად შეუძლია 500-ზე მეტი სამიზნის კონტროლზე აყვანა. საერთო ჯამში, ზემოხსენებული ტიპის სულ 11 რადიოლოკაციური სადგურია რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში.

ფბ Gigaa Inashvili
უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა კამიკაძე დრონებმა კრასნოდარის ოლქში, ქალაქ არმავირთან დააზიანეს და მწყობრიდან გამოიყვანეს
რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი. ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შემადგენელობაში
მყოფი შორეული მოქმედების, ადრეული აღმოჩენის სტაციონარული რადიოლოკაციური სადგური Воронеж-ДМ, რომლის პირდაპირი
დანიშნულება მოწინააღმდეგის მიერ გაშვებული სტრატეტიული მნიშვნელობის ბალისტიკური რაკეტების ადრეული აღმოჩენაა.
ეს ამ ომის დაწყებიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მნიშვნელობის სამიზნეა.
Воронеж-ДМ, იგივე 77Я6-ДМ მუშაობს დეციმეტრულ დიაპაზონში 6000 კმ-მდე მანძილზე და 8000 კმ-მდე სიმაღლეზე.
ერთდროულად შეუძლია აკონტროლოს 500 მდე ობიექტი.
კომპლექსი შედგება ორი სარადარო სადგურისგან: პირველი აკონტროლებს სამხრეთ-დასავლეთ, მეორე კი სამხრეთ მიმართულებას.
კომპლექსმა ერთდროულად ჩაანაცვლა მანამდე სევასტოპოლში მომუშავე სადგური Днепр და აზერბაიჯანში, გაბალაში არსებული
სადგური 5Н79 "დარიალი".
არმავირში ობიექტი 1653, სამხედრო ნაწილი 41003 აშენდა 2006-2013 წლებში, მისი ღირებულება 2,85 მილიარდი რუბლია.

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...