Premium Only Content

ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ / დავით ნოზაძე, ნოდარ მეტრეველი, ნიკოლოზ კირვალიძე
მუსიკის ავტორი უცნობია. სიმღერა გავრცელდა, როგორც ხალხური.
ტექსტის ავტორი ჰაინრიხ ჰაინე
თარგმანის ავტორი იოსებ ბაქრაძე
ასრულებს "შვიდკაცას" ტრიო: დავით ნოზაძე, ნოდარ მეტრეველი, ნიკოლოზ კირვალიძე.
ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი.
ფორტეპიანოსთან ნიკა ნიკვაშვილი
ტვ-იმედი. ავტოგრაფი. 15. 06. 2020
გადაცემის ფრაგმენტი
იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე ბაქრაძე (1850 - 1904) იყო ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი; ნიკო ლომოურის დეიდაშვილი. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „დროება“, „ივერია“, „მნათობი“, „კვალი“,“მოამბე“, სადაც აქვეყნებდა საკუთარ პოეტურ შემოქმედებას, თარგმანებს, ლიტერატურულ-კრიტიკულ ნააზრევს. მის თარგმანთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ჰაინეს პოეზიას, რომელსაც ბაქრაძე რუსულიდან თარგმნიდა. თარგმანის წყაროდ მან აიღო იმ ეპოქის ცნობილი მთარგმნელის მიხაილ მიხაილოვის (Михайлов Михаил Ларионович) თარგმანები, რომელიც ჰაინეს ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად ითვლებოდა. იოსებ ბაქრაძემ ჰაინე/მიხაილოვის ლექსი უფრო გადმოაქართულა, ვიდრე თარგმნა და მიუსადაგა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის გამოხატვის ქართულ ტრადიციას, რის გამოც ხალხმა თარგმანი უმალ აიტაცა და მუსიკაც შეუთხზა.
ტექსტი:
ტურფავ, ტურფავ! რას უყურებ,
მოაცურე ჩემსკენ ნავი,
ერთად დავსხდეთ და ვუყუროთ
როგორ არხევს წყალს ნიავი.
ნურას ფიქრობ ჩემზედ ავსა,
გულს მხურვალედ ჩამეკარი;
თუ რომ შენს თავს ანდობ ზღვასა -
მე რითღა ვარ უნდობარი.
მაგრამ გულიც ხომ ზღვა არის,
ხან ღელავს და ხან მშვიდდება
და ძვირფასი მარგალიტი
იმაშიაც იმალება.
დასაკრავი სია: ქალაქური ფოლკლორი
-
1:19:05
Kim Iversen
5 hours agoRFK Jr: Antisemitism Is a 'Health Threat' | Pam Bondi: Epstein Files Will Be Redacted For National Security??!
52.9K61 -
2:39:05
Candace Show Podcast
4 hours agoWatch With Me: President Trump’s Address To Congress
63.1K69 -
DVR
Benny Johnson
8 hours ago🚨President Trump's State of the Union Speech LIVE Right Now! We're INSIDE US Capitol, Special Guests
192K225 -
Barry Cunningham
23 hours agoPRESIDENT TRUMP SPEECH ADDRESS TO JOINT SESSION OF CONGRESS | INTERVIEWS ALL DAY!
61.3K34 -
LIVE
Drew Hernandez
20 hours agoWATCH PARTY: PRESIDENT TRUMP'S JOINT ADDRESS TO CONGRESS
1,311 watching -
LIVE
Laura Loomer
3 hours agoEP106: LIVE COVERAGE: President Trump Addresses Congress
799 watching -
DVR
LFA TV
9 hours agoTRUMP'S JOINT SESSION! 3.4.25 9PM
33.5K13 -
41:25
Glenn Greenwald
5 hours agoThe Growing Threat of Corporate Censorship Under the Trump Administration; Former CFPB Director Rohit Chopra on Protecting Consumers, Debanking, and More | SYSTEM UPDATE #417
67.2K23 -
1:15:15
Dr. Drew
10 hours agoLuke Rudkowski: Epstein List Release Fail, Zelenskyy's White House Tantrum & Corruption In Congress – Ask Dr. Drew
78.5K15 -
1:05:46
Candace Show Podcast
10 hours agoHarvey Speaks: Shocking Emails Revealed | Ep 2
114K58