ალტინფო. დიდი ბრიტანეთის სასკოლო პროგრამებიდან გენდერულ იდენტობას ამოიღებენ. 16. 05. 2024

6 months ago
8

ალტინფო. დღის სიახლეები. 16. 05. 2024 (20:00)

დამატებით:
Politico – ინგლისში სკოლებს მისცეს დირექტივა, ბავშვებს გენდერული იდენტობის საკითხები არ ასწავლონ
16. 05. 2024

ინგლისში სკოლებს მისცეს დირექტივა, ბავშვებს გენდერული იდენტობის საკითხები არ ასწავლონ, ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული გაიდლაინის პროექტში, რომლის შესახებაც „პოლიტიკო“ წერს.
ახალი გაიდლაინი ცხრაკვირიანი კონსულტაციის შემდეგ უნდა იყოს მიღებული. ახალ წესებში შესაძლოა, სკოლებს ასევე აუკრძალონ ცხრა წლამდე ბავშვებისთვის სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული მასალის გაცნობა. ახალ წესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის
საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრმა, ჯილიან კიგანმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ „სექსუალური და ჯანმრთელობის საკითხების სწავლების საფუძველი ბიოლოგიური სქესია და არა გენდერთან დაკავშირებით არსებული სადავო შეხედულებები“.
თანასწორობის საკითხებში მინისტრმა კემი ბედენოჩმა ასევე დააანონსა კანონი, რომ ახალ რესტორნებში, ოფისებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ქალებისა და მამაკაცების საპირფარეშოების განცალკევებით მოეწყოს. ეს ნაბიჯი „გენდერულად ნეიტრალური“ საპირფარეშოების პრაქტიკის წინააღმდეგაა მიმართული.
alt-info.ge/archives/46173
ორიგინალი:
politico.eu/article/dont-teach-children-about-gender-identity-uk-government-tells-schools/

დასაკრავი სია: ალტინფო. სიუჟეტები

Loading comments...