ალტინფო. გიორგი ქარდავა და ირაკლი მარტინენკო "ოცნების" 29 აპრილის აქციის შესახებ. 01. 05. 2024

5 months ago
14

ალტინფო. დღის სიახლეები. 01. 05. 2024 (20:00)

გიორგი ქარდავა:
"ხელისუფლება იმკის იმ შედეგებს, რაც თავად დათესა:
ძნელია წლების განმავლობაში ლიბერალიზმი ამკვიდრო, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის მისწრაფების მუხლი ჩაწერო, განათლების სისტემა, სკოლები, უნივერსიტეტები დასავლეთს ჩააბარო, ეროვნული ცნობიერება საშიშ რამედ მიგაჩნდეს და 12 წლის თავზე, შენს მიერ
დაქოქილი ამხელა სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ინერციით დასავლეთისკენ მიექანება, ბოლოს "სუვერენიტეტისკენ" შემოაბრუნო".

ირაკლი მარტინენკოს ტელეგრამიდან:
"ეს ბოლო დროა, ოცნების მიმართ დიდი რაოდენობით ვაზელინის მომხმარებელი ან ხან ვითომ კრიტიკული და ხან ვაზელინის
მომხმარებელი ადამიანები რაღაც ჭორებს ავრცელებენ, რომელთა კონტექსტიც ის არის, თითქოს, ჩვენ რატომ გვებრძვის ოცნება, ამას რაღაც საფუძვლები აქვს, რომლების შესახებაც ხალხმა არ იცის, თორემ, რომ გაიგოს ყველამ, ხალხი მიხვდება, რომ ოცნება სწორად იქცევა, პარტიებს რომ გვიუქმებს... ოცნებისტებო და "ოცნება არ ვარ, მაგრამ ბატონი ბიძინა მაგარ საქმეს აკეთებს" ხალხო, იქნება ჩვენც და ხალხსაც უთხრათ,  რაზეა ლაპარაკი... ყველა ერთხმად როგორ ალაპარაკდებით ხოლმე "ეს ბიჭები კი მართლები ჩანან, მაგრამ რაღაცეები არსებობს, რასაც საჯაროდ ვერ ვიტყვით". ვინც არ თქვას, იმის..."

დასაკრავი სია: კონსერვატიული მოძრაობა. პარტიული მასალები.

Loading comments...