freedom. 310 მომხრე - წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარება დაამტკიცა. 20. 04. 2024

6 months ago
7

ვიდეოს სახელწოდება ორიგინალში: 310 голосов – "ЗА"! Палата представителей США одобрила помощь Украине. 20. 04. 2024

საინფორმაციო სიუჟეტი
წამყვანი ქსენია სმირნოვა (Ксения Смирнова)
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საუბარია 60,8 მილიარდ დოლარზე. 310 მომხრე.
სიმბოლურია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომათა დარბაზში უკრაინის დროშები აღიმართა.
კონგრესმენებმა ასევე მიიღეს კანონპროექტები შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვის შესახებ, რუსეთის ფედერაციისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ და უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ასევე მხარი დაუჭირეს ტაივანის დახმარებას.
ახლა მიღებული კანონპროექტები აშშ-ს სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დამატებით, ნიკოლოზ ლომიძის ტელეგრამიდან. 20. 04. 2024
კანონპროექტი 8038, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის დახმარებისთვის გამოყენებას, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

FREEДОМ - უკრაინის რუსულენოვანი საერთაშორისო მაუწყებელი.

დასაკრავი სია: freedom - ფრიდომი

Loading comments...