Premium Only Content

„საქართველოს მოამბე“ 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შესახებ. 1991
კინოალმანახი საქართველოს მოამბე" N4, 1991 წლის აპრილი.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90.57%-მა, სულ 3 302 572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 99,08 %-მა საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.
„საქართველოს მოამბის“ სიუჟეტი ამ რეფერენდუმის შესახებ.
დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
ვიკიპედიიდან:
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი — 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“[1]
რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით [2] ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.
ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3,672,403
რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 334. 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%;
კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,57%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი – 16. 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს.
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა — 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.
დასაკრავი სიები:
ზვიად გამსახურდია - დისიდენტი და პრეზიდენტი
ჩვენი ისტორიის ტკბილ-მწარე
-
3:07:52
The Original Next Level Gaming
9 hours agoNLG Thursday Night at the Arcade!
31.7K2 -
2:13:00
Robert Gouveia
10 hours agoTrump Appeals to SUPREME COURT! Shutdown Threat BACKFIRES! Judges Go CRAZY!
85.8K14 -
6:43:58
MyronGainesX
21 hours ago $28.72 earnedTucker v Shapiro v Stephen A And Michelle Obama Podcast FAILURE!
98K23 -
4:51:59
SoundBoardLord
8 hours agoNOT MY KID NOT MY PROBLEM! Thriller Thursday
37.3K1 -
7:08:45
Dabkillah
12 hours ago🔴LIVE-DABKILLAH-FORTNITE-KICKASS AND TAKING NAMES
58.2K5 -
1:03:57
Slightly Offensive
11 hours ago $4.94 earnedHow Ye's DE*TH CON 3 Moment Almost DESTROYED Shane's Career | Almost Serious Clips
40.7K8 -
1:16:33
Donald Trump Jr.
9 hours agoMy Visit to Serbia & Conversation with President Vucic | Triggered Ep224
179K127 -
45:26
BonginoReport
10 hours agoThe Astronauts Are Finally Coming Home? (Ep.04) - 03/13/2025
116K173 -
1:00:47
Candace Show Podcast
10 hours agoI’m “Just Asking Questions” About The Daily Wire | Candace Ep 159
126K480 -
55:02
LFA TV
1 day agoWill a Remilitarized Germany Bring Peace? | TRUMPET DAILY 3.13.25 7PM
37.3K5