ტელეგრამი. თურქულმა სამხედრო კომპანიამ F-16-ისთვის შექმნა ფაზირებულ-ცხაურიანი რადარი. 30. 03. 2024

5 months ago
6

ტელეგრამარხიდან ალფა სიხშირე / alpha frequency 30. 03. 2024
ის, რაც რუსებმა 2 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს, თურქულმა სამხედრო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია “ASELSAN”-მა შეძლო, რომელმაც F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებლებისთვის შექმნა და უკვე წარმატებით გამოსცადა ეროვნული წარმოების აქტიურ-ელექტრონული ფაზირებულ-ცხაურიანი (AESA) რადარი.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, აღნიშნული ტიპის რადარებით აღიჭურვება აგრეთვე თურქული ეროვნული წარმოების KAAN -ის ტიპის მე-5 თაობის სტელს-ავიაგამანადგურებლები, ასევე AKINCI, KIZILEMA და ANKA-3-ის ტიპის დიდი უპილოტო დამრტყმელი დრონებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული თურქული AESA რადარის აწყობა ჩიპებიდან საბოლოო ფინალურ სისტემურ ინტეგრაციამდე ადგილობრივ დონეზე იქნა განხორციელებული, რის ფონზე ის ჩაეშვება სერიულ წარმოებაში.
აქტიურ ფაზირებულცხაურიან რადარებს გააჩნიათ თანამედროვე, კომპიუტერიზებული ანტენები, რომლებშიც რადიოტალღების სხივი ელექტრონულად შეიძლება იყო მიმართული სხვადასხვა მიმართულებით, ანტენის გამოძრავების გარეშე.
AESA რადარებში ანტენის ყოველი ელემენტი დაკავშირებულია კომპიუტერის მიერ მართულ რამდენიმე გადამცემ/მიმღებ მოდულთან.
AESA-ს რადარებს რადიოტალღების გასხივებას რამდენიმე სიხშირეზე ერთდროულად ახდენენ. აღნიშნული ტიპის რადარებს საკმაოდ ვრცელ დისტანციაზე შეუძლიათ რადიოტალღების გაბნევა, რაც მათი მატარებლების (ამ შემთხვევაში თვითმფრიანვების) აღმოჩენას მნიშვნელოვნად ართულებს.
წარმოდგენისთვის- F-16 BLOCK 70-ის ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამაანდგურებლების AN/APG-83-ის ტიპის აქტიურ-ელექტრონული ფაზირებულ-ცხაურიანი (AESA) რადარის ფასი $3.5 მილიონი დოლარია. ამ ტიპის რადარების აღმოჩენის მაქსიმალურ დისტანცია 350-იდან 370კმ-მდე შეადგენს.

დასაკრავი სია: პოლიტიკური მასალები სოცქსელებიდან

Loading comments...