ჭონა (სააღდგომო) / რამინ მიქაბერიძე, ჰამლეტ გონაშვილი

8 months ago
10

ჭონა — უძველესი ქართული ხალხური ტრადიცია, რიტუალისა და ლექს-სიმღერის შესრულება სააღდგომოდ.
შემსრულებლების გუნდი ჩამოივლიდა კარდაკარ, ოჯახებს ულოცავდა აღდგომის დღესასწაულს და საჩუქრად იღებდა სააღდგომო წითლად შეღებილ კვერცხს.
ჭონა სამხმიანი სიმღერაა. მის მელოდიას, ქართლ-კახური სუფრული სიმღერების მსგავსად, ორი ზემოთა ხმა ავითარებს გაბმული ბანის ფონზე.
არსებობს ვარაუდი ჭონის წინარე ქრისტიანული წარმომავლობის შესახებ. (ვიკიპედია)

ასრულებენ:
რამინ მიქაბერიძე (პირველი ხმა, დამწყები)
ჰამლეტ გონაშვილი (მეორე ხმა)
ანსამბლი "რუსთავი"
ჩანაწერის თარიღი უცნობია

ტექსტი:
დედი, ჭონას მოგახსენებ,
თუ არა ხარ მგლოვიარე.
მაღალმა ღმერთმა გიცოცხლოს
მაგ აკვანში მწოლიარე.
ალათასა, ბალათასა,
ჩამოვკიდებ კალათასა,
დედი, ერთი კვერცxი მოგვეც,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა.

დასაკრავი სია: ქართული ხალხური სიმღერა

Loading comments...