საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს

1 year ago
1

ისტორიული წარმატება – საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდა. ,,ჯვაროსნებმა” მატჩი ფრედ – 1:1 დაამთავრეს.

ანგარიში მატჩის 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. ნიდერლანდების ნაკრებმა წონასწორობა პირველი ტაიმის დამატებით დროში მოახერხა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ქართველმა ფეხბურთელებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩს 43 004 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ტურნირის ახალი რეკორდიამ

ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

Loading comments...